სპორტი
გურჯაანელმა ძიუდოისტებმა ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს
გურჯაანის სპორტკომპლექსში, ჭიდაობა-ძიუდოში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებებმაც მიიღეს მონაწილეობა.

მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის გელა დალაქიშვილის განცხადებით, შეჯიბრი ორ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.
„ტურნირში 300 - მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. 10-11 წლიანთა ასაკობრივ შეჯიბრში, გურჯაანელმა სპორტსმენებმა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.“

10-11 წლიანთა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმარჯვეს:
29 კგ. წონითი კატეგორია- პირველი ადგილი და ოქროს მედალი - ლუკა ტატიაშვილი ;
32 კგ. წონითი კატეგორია- მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი - ემზარ ვარამიშვილი;
35 კგ. წონითი კატეგორია- მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი- გიგი კეკვიაშვილი;
42 კგ.წონითი კატეგორია- პირველი ადგილი და ოქროს მედალი - გაგა გეთიაშვილი;
50 კგ.წონითი კატეგორია- პირველი ადგილი და ოქროს მედალი - ზურა რუაძე;
55 კგ. წონითი კატეგორია- მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი- ზურა ციციშვილი;
მძიმე-აბსოლუტური წონითი კატეგორია, მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი - ბექა შინჯიკაშვილი;

8-9 წლიანთა ასაკობრივ კატეგორიში გამარჯვება მოიპოვეს:
39 კგ. წონითი კატეგორიაში - მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი - ნათან ტატულაშვილი ;
50 კგ.წონითი კატეგორიაში- პირველი ადგილი და ოქროს მედალი - გიორგი კახაბერი;
50 კგ. წონითი კატეგორიაში- მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი - ზაქარია დალაქიშვილი.



| Print |
FaceBook Twitter Google