სპორტი
მხიარული სტარტების გამარჯვებული თელავის მეხუთე ბაღი გახდა
თელავის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი ასაკის ბავშვთა „მხიარული სტარტები 2018“ დასრულდა.

ღონისძიებაში, რომელიც ეტაპობრივად მიმდინარეობდა, თელავის მუნიციპალიტეტის 25 სკოლამდელი დაწესებულების 350-მდე აღსაზრდელმა მიიღო მონაწილეობა. ფინალში ერთმანეთს ოთხი გუნდი დაუპირისპირდა. საბოლოოდ გამარჯვება თელავის მეხუთე ბაღს ხვდა წილად. მეორე ადგილი მეცხრე ბაგა-ბაღის გუნდმა დაიკავა, მესამე ადგილზე თელავის მესამე ბაგა-ბაღი გავიდა ხოლო შალაურის საბავშვო ბაღმა მეოთხე ადგილი დაიკავა.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ფინალისტები მერიამ მედლებით, სიგელებით და ფულადი ჯილდოებით დაასაჩუქრა.


| Print |
FaceBook Twitter Google