სპორტი
გურჯაანელი კიკბოქსინგელების კიდევ ერთი წარმატება
თბილისში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე, გურჯაანელმა სპორტსმენებმა ექვსი პირველი და ერთი მეორე ადგილი აიღეს.

მწვრთნელის გიორგი ელიკაშვილის თქმით მიუხედავად საკმაოდ რთული ორთაბრძოლისა, სპორტსმენებმა წარმატება მოიპოვეს.
„თბილისში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, სადაც მოწვეული იყო 15 ქვეყანა, ბიჭებმა კარგად იასპარეზეს. საკმაოდ რთული ორთაბრძოლა იყო, ზოგს ორი მოწინააღმდეგე შეხვდა - ზოგს სამი , მიუხედავად ამისა, მაინც გამარჯვება მოიპოვეს. სულ შვიდი სპორტსმენი ვიყავით. აქედან ერთმა აიღო მეორე ადგილი დანარჩენმა კი პირველი. 17-18 ნოემბერს თბილისში ღია პირველობა იმართება და იქაც ვაპირებთ მონაწილეობას.“

„მეორე თვე დაიწყო რაც ვვარჯიშობ და პირველი ადგილი ავიღე. ეს რა თქმა უნდა დიდი მიღწევაა. ვაპირებ რაც შეიძლება მეტი ბრძოლა ჩავატარო. “ -აღნიშნა დავით კეკვიაშვილმა.

პირველი ადგილი აიღეს:

75 კგ. წონით კატეგორიაში - ლაშა ფრიდონიშვილმა.
62 კგ. წონით კატეგორიაში - დავით კვეკვიაშვილმა .
35 კგ. წონით კატეგორიაში - გოჩა ფრიდონიშვილმა.
35 კგ. წონით კატეგორიაში - ნიკა უტიაშვილმა.
26 კგ. წონით კატეგორიაში - ნიკოლოზ ყალაბეგაშვილმა.
70 კგ. წონითი კატეგორია- გიორგი ელიკაშვილმა.

მეორე ადგილი აიღო: 45 კგ. წონით კატეგორიაში გუგა ყალაბეგაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google