სპორტი
გურჯაანელმა მოჭადრაკემ, შვიდი წლის დათა ყალაბეგაშვილმა, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
7 წლის გურჯაანელი დათა ყალაბეგაშვილი საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის თასის მფლობელი გახდა. მან 7 თამაშიდან მაქსიმალური შედეგი -7 ქულა დააგროვა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის გია გიორგაძის ინფორმაციით, დათა ყალაბეგაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელსაც ჩინეთის დედაქალაქი პეკინი უმასპინძლებს.




| Print |
FaceBook Twitter Google