სპორტი
გურჯაანელმა მოცურავეებმა ღია პირველობაზე სამი მედალი აიღეს [Video]
24 ნოემბერს, თბილისში გამართულ ქალაქის ღია პირველობაზე ცურვაში, გურჯაანელმა სპორტსმენებმა პირველი, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.
გურჯაანის სპორტული გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, გელა მეგრელიშვილის განმარტებით, შეჯიბრი 2008-2009 წლებში დაბადებულთა შორის მიმდინარეობდა.

„ღია პირველობა ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ სპორტსმენს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. ტურნირზე ოთხასზე მეტი ბავშვი იყო, მათ შორის აზერბაიჯანის ნაკრები გამოიოდა ორი სხვადასხვა შემადგენლობით. სამმა გურჯაანელმა ისახელა თავი. 50-მეტრიან ბრასში ოქროს მედალი აიღო მარიამ პაპუნაშვილმა, ვერცხლის მედალი - ქეთი მამუკაშვილმა და ბრინჯაოს მედალი - ნინო ზარდიაშვილმა. მათი მწვრთნელია გიორგი ჯეჯელავა.  ეს რეალურად იყო საქართველოს ნაკრების კომპლექტაცია. მომავალში პირველ ადგილზე გასული სპორტსმენები მიწვეულები იქნებიან მოსამზადებელ ეტაპზე და თუკი თავს გაართმევენ, არ არის გამორიცხული, ნაკრების წევრებიც გახდნენ.“




როგორც მარიამ პაპუნაშვილის დედა, ნანა ბერაია ამბობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა იყო.

„მარიამმა 2017 წელს დაიწყო ცურვა, გასულ წელსაც მონაწილეობდა საქართველოს პირველობაზე და ბრასში მესამე ადგილი დაიკავა. ოქროს მედალი კი მისთვის პირველია. მარიამს ძალიან უყვარს ცურვა და ამ ყველაფერს სერიოზულად ეკიდება. იმის მიუხედავად, რომ ბევრი სამეცადინო აქვს, მაინც ყოველდღე მიდის აუზზე და 2 საათი ვარჯიშობს. როგორც პედაგოგი გვეუბნება, ძალიან მონდომებულია. თუ ხელშეწყობა ექნება, აუცილებლად წავა ამ კუთხით.“

ნანა ბერაიას თქმით, მომდევნო შეჯიბრი, სავარაუდოდ, გაზაფხულზე იქნება თუმცა, ნორჩ მოცურავეებს ახალი სეზონისთვის სავარჯიშოდ ძალიან ცოტა დრო აქვთ. „არის ერთი პრობლემა, რომელიც ყველა მშობელს და სპორტსმენს აწუხებს. ზამთარში აუზი იხურება და მუშაობას დაახლოებით მარტის შუა რიცხვებში ანახლებს. ბავშვები გავარჯიშებას ვერ ასწრებენ. აუზი რომ არ იხურებოდეს, ან ეს შესვენება ამდენხანს მაინც არ გრძელდბოდეს, კარგი იქნება. ეს აფერხებს ბავშვებს, რომ უკეთესი შედეგი აჩვენონ.“

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის
მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი
კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე
„საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი
ადგილის მფლობელია.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25.03.2024
უნგრეთის ქალაქ დიორში 10 მეტრზე პნევმატური იარაღის სროლაში ევროპის
ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს გოგონათა ნაკრები,
ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონი გახდა. თელაველმა მარიამ
ფროდიაშვილმა ასევე პირადი პირველობაც მოიპოვა.
უნგრეთის ქალაქ დიორში 10 მეტრზე პნევმატური იარაღის სროლაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს გოგონათა ნაკრები, ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონი გახდა. თელაველმა მარიამ ფროდიაშვილმა ასევე პირადი პირველობაც მოიპოვა.
11:16 / 28.02.2024
20-25 თებერვალს, ქალაქ მარნეულში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი
კრივში, 2008-09 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის. 80+
წონით კატეგორიაში გოგონებს შორის ჩემპიონი გახდა 14 წლის ჯული
ცინაძე, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნიდანაა.
20-25 თებერვალს, ქალაქ მარნეულში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი კრივში, 2008-09 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის. 80+ წონით კატეგორიაში გოგონებს შორის ჩემპიონი გახდა 14 წლის ჯული ცინაძე, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნიდანაა.
17:42 / 26.02.2024
როგორც ცნობილია, შეჯიბრში სულ 11 გუნდი იღებდა მონაწილეობას: 7 გუნდი
- ბიჭების, 4 გუნდი - გოგონების.
როგორც ცნობილია, შეჯიბრში სულ 11 გუნდი იღებდა მონაწილეობას: 7 გუნდი - ბიჭების, 4 გუნდი - გოგონების.
16:05 / 19.02.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
16:04 / 23-02-2024
ქალაქ გურჯაანში 2023 წლის 15 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ თითქმის რვა თვეა გასული. სტიქიის შედეგად დაზიანდა როგორც ქალაქის ცენტრალური ნაწილი და მისი გარეუბნები, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაც. დროში გაწელილი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო გურჯაანის მოსახლეობა წუხს.
18:17 / 09-02-2024
სხვა ამბები
“ქართული ოცნებიდან” კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ხელმძღვანელობენ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, 1938 წელს მიღებული კანონის, FARA-ს (*უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი) პრინციპით.
15:32 / 05-04-2024
„ქართული ოცნება“ კვლავ აინიცირებს ე.წ აგენტების, იგივე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს. ამის შესახებ საზოგადოებისთვის დღეს, 3 აპრილს გახდა ცნობილი.
12:28 / 03-04-2024
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) განცხადებით, თუკი პარლამენტი მხარს დაუჭერს საარჩევნო კოდექსში ცვლილების კანონპროექტს, იზრდება საფრთხე იმისა, რომ ამომრჩეველთა მიერ გამოხატული ნება ადეკვატურად არ აისახოს მანდატებში.
15:41 / 26-03-2024
"საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია" მიუხედევად იმისა, რომ ასე იწყება "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მეორე მუხლი, გენდერული დისკრიმინაცია და უთანასწორობა ჩვენს ქვეყანაში სხვა გამოწვევებს შორის ერთ-ერთი მთავარია.
14:02 / 15-03-2024
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე” შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
16:02 / 07-03-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 24 °C
img
საგარეჯო 12 / 22 °C
img
დ.წყარო 11 / 19 °C
img
სიღნაღი 11 / 25 °C
img
ლაგოდეხი 12 / 22 °C
img
ყვარელი 12 / 24 °C
img
თელავი 12 / 23 °C
img
ახმეტა 11 / 23 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.