სპორტი
ახმეტელმა სპორტსმენებმა ოთხი ოქრო და ორი ვერცხლის მედალი აიღეს
თბილისში14-16 თებერვალს გამართულ კიკბოქსინგის რესპუბლიკურ ტურნირზე ახმეტელმა სპორტსმენებმა ოთხი პირველი9 და ორი მეორე ადგილი აიღეს.

ოთხი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი ახმეტის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის კიკბოქსინგის სექციის ექვსმა სპორტსმენმა მიიღო. ესენი არიან:

პირველი ადგილი: ალეკო იუკურიძე - 35კგ; ნიკა იუკურიძე - 38კგ; შალვა აბულიძე - 51კგ და ლუკა თვალიაშვილი 60 კგ.

მეორე ადგილი დაიკავეს: იოსებ ბახტარიშვილი - 32 კგ და ირაკლი ფარეულიძე 28 კგ .



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ახმეტა / სპორტი /