სპორტი
გურჯაანში საცურაო აუზი 5 აპრილს გაიხსნება
გურჯაანის სპორტკომპლექსში საცურაო აუზი უკვე მზად არის და 5 აპრილს გაიხსნება. გაერთიანების დირექტორის გელა დალაქიშვილის განმარტებით, მუშაობას განაახლებენ სპორტული ჯგუფებიც.
„5 აპრილს გაიხსნება აუზი და მივიღებთ ვიზიტორებს. რაც შეეხება რეგულაციებს აუცილებლად დავიცავთ. იქნება დეზობარიერი, თერმოსკრინინგი, აუცილებელია პირბადის ტარება, ხელების დამუშავება.საშხაპეები და ხალიშები სპეციალური ხსნარებით დამუშავდება. ერთდროულად აუზში მხოლოდ 15 ადამიანი ჩავა. “

მისივე თქმით, რაც შეეხება აბონიმენტის გადასახადს, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა და სავარაუდოდ უმნიშვნელოდ გაიზრდება.

| Print |
FaceBook Twitter Google