სპორტი
რეგიონულ ტურნირზე ჭადრაკში გურჯაანის გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა
გურჯაანის საჭადრაკო კლუბში, 27-28 მარტს ჩატარდა კახეთის რეგიონალური ჩემპიონატი ასაკობრივ ჯგუფებს შორის ბიჭებსა და გოგონებში.

სკოლის დირექტორის, გია ქიტესაშვილის განმარტებით, ტურნირი შვიდ ტურად, შვეიცარული სისტემით გაიმართა.
„27- მარტს ჩატარდა შეჯიბრი 12 წლამდე ჭაბუკებსა და გოგონებში. პირველი ადგილი დაიკავა თელაველმა თამაზ თუშიშვილმა, მეორე ადგილზე გავიდა დედოფლისწყაროელი ილია ტოკლიკიშვილი, მესამე დგილზე კი საგარეჯოელი - შიო შიოშვილი. 12 წლამდე გოგონებში პირველ ადგილზე გავიდა გურჯაანელი მაგდა ღამბაშიძე, მეორეზე - ლაგოდეხელი ლიკა ბუზალაძე, ხოლო მესამეზე - საგარეჯოელი ნინო აგულაშვილი. 28-ში კი ჩატარდა ტურნირი თვრამეტ წლამდე ასაკის გოგონებსა და ბიჭებში. აქ ადგილები ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი დაიკავა ლაგოდეხელმა ანა ლიმარიმ, მეორე დედოფლისწყაროელმა - ნანა აბულაძემ , ხოლო მესამე - მარი ლიმარიმ ლაგოდეხიდან. ჭაბუკებს შორის პირველ ადგილზე გავიდა გურჯაანელი ალექსანდრე წანაწყენიშვილი, მეორეზე - ასევე გურჯაანელი გიორგი წანაწყენიშვილი, ხოლო მესამეზე - თელაველი თამაზ თუშიშვილი, რომელიც 11 წლის არის და ორივე ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზე.
გამარჯვებულები თასებით, დიპლომებით და მედლებით დაჯილდოვდნენ. მინდა მადლობა გადავუხადო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას და სპორტული გაერთიანების დირექტორს, გელა დალაქიშვილს, რომლებმაც გადმოგვცეს თასები, მედლები და დიპლომები გამარჯვებულებისთვის, “ - განუცხადა speqtri.ge-ს გიორგი ქიტესაშვილმა.

მისივე თქმით, ტურნირში საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, თელავის და გურჯაანის მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ. გუნდურ ჩათვლაში, პირველ ადგილზე გავიდა გურჯაანის გუნდი, მეორეზე - ლაგოდეხის, ხოლო მესამეზე - თელავის.


| Print |
FaceBook Twitter Google