სპორტი
კალათბურთის ტურნირის გამარჯვებული ახაშნის სკოლის გუნდი გახდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული სპარტაკიადის ფარგლებში კალათბურთის ტურნირი ჩატარდა, სადაც სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.

მეორე ადგილზე სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლა გავიდა, მესამე ადგილი კი ქალაქ გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. კალათბურთში სპარტაკიადის ჩემპიონს ახაშნის საჯარო სკოლის გუნდს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული სპეციალური თასი გადაეცა. გამარჯვებული გუნდები შესაბამისი ხარისხის მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

სასკოლო სპორტული სპარტაკიადა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ექვს სახეობაში – ჭადრაკში, ფეხბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონსა და ჭადრაკში იმართება.

| Print |
FaceBook Twitter Google