სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატში გურჯაანელი მოჭადრაკეებიც მონაწილეობენ
ჭადრაკში ონლაინსისტემით მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც გურჯაანის საჭადრაკო კლუბის მოსწავლეები, ძმები გიორგი და ალექსანდრე წანაწყენიშვილებიც იღებენ მონაწილეობას.

გურჯაანის ჭადრაკის სკოლის დირექტორის, გია ქიტესაშვილის განმარტებით, ტურნირში 190-მდე მოჭადრაკეა.
„მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი ასაკობრივ ჯგუფში ჭადრაკში ონლაინსისტემით, რომელიც 16 აგვისტოს დაიწყო. სულ 190 მონაწილეა და აქედან ორი გურჯაანელი მოჭადრაკე თამაშობს, 16 წლის ასაკში, ტყუპი ძმები ალექსანდრე და გიორგი წანაწყენიშვილები. ჩატარდა რვა ტური და აქედან ხუთნახევარი ქულით ლიდერობს და შანსს ინარჩუნებს ალექსანდრე წანაწყენიშვილი . თუ ბოლო პარტიებსაც გამარჯვებით დაასრულებს, ათეულში მოხვდება. რა თქმა უნდა, წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ეს იქნება ძალიან მაღალი შედეგი. ორივე მოჭადრაკე მათზე დიდი რეიტინგის მქონე მოწინააღმდეგეებს ხვდება, მაგრამ ტოლს არ უდებენ. შედეგები ორ დღეში დაიდება.“

გია ქიტესაშვილის თქმით, თავის დროზე ალექსანადრე წანაწყენიშვილი საქართველოს პირველობაზე იღებდა მონაწილეობას, რის შემდეგაც მსოფლიო პირველობაზე მოხვდა.

| Print |
FaceBook Twitter Google