სპორტი
გურჯაანელმა გიგლა მედულაშვილმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოქროს მედალი მოიპოვა
ქუთაისში გამართულ ელგუჯა მარუაშვილის სახელობის კადეტთა რესპუბლიკურ ტურნირში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, გურჯაანელი სპორტსმენებიც იღებდნენ მონაწილეობას.

გურჯაანის სპორტული გაერთიანების ინფორმაციით, 2007-08 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის, ჩემპიონის ოქროს მედალი 85 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიგლა მედულაშვილმა მოიპოვა. მესამე საპრიზო ადგილებზე კი 2009-10 წლებში დაბადებული: 75 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე საბა ტარუღიშვილი და საბა ჩომახაშვილი გავიდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google