სპორტი
გიორგი წანაწყენიშვილმა ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღო
თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ჭადრაკში გურჯაანელმა ტყუპმა ძმებმა ალექსანდრე და გიორგი წანაწყენიშვილებმაც მიიღეს მონაწილეობა.
ჭადრაკის სკოლის დირექტორის, გია ქიტესაშვილის განმარტებით ტურნირში 38 სპორტსმენი მონაწილეობდა.

„ტურნირი ჩატარდა ცხრა ტურად შვეიცარული სისტემით. მიზანი იყო გამოევლინა საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორები. გამარჯვებულებს ეძლევათ საშუალება მომავალში სხვადასხვა ტურნირებში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ კარგად ჩავატარეთ შეჯიბრი, ცხრა შესაძლებლობიდან შვიდი ქულით მეორე ადგილი დაიკავა გიორგი წანაწყენიშვილმა და აიღო ვერცხლის მედალი. უფლება მოიპოვა საქართველოს დიდებში ითამაშოს პირველ ლიგაში.
ამის შემდეგ ჩატარდა ევროპის შესარჩევი ტურნირი, რომლის მიზანი იყო გამოევლინა რვა ფინალისტი მოჭადრაკე. აქაც ორივე ძმამ მიიღო მონაწილეობა.გიორგიმ გაიყო პირველი - მეორე ადგილი. მისმა ძმამაც კარგი შედეგი აჩვენა ოთხი ქულით გაიყო მეოთხე - მეშვიდე ადგილი და ორივე მოხვდა ევროპის ფინალში. ეს ქართველებისთვის დიდი წარმატებაა. ფინალი ჩატარდება 10-12 დეკემბერს ონლაინსისტემით.“

გიორგი წანაწყენიშვილი შედეგით კმაყოფილია.
„კმაყოფილი ვარ ტურნირით რადგან ვერცხლის მედალი ავიღე. ძალიან ძლიერი შემადგენლობა თამაშობდა. მონაწილეობას მივიღებ ევროპის ჩემპიონატზე და იქაც გამარჯვების იმედი მაქვს. “

| Print |
FaceBook Twitter Google