სპორტი
გიორგი გუჩმაზოვი კიკბოქსინგში საქართველოს თასის მფლობელი გახდა
10, 11 და 12 დეკემბერს ქალაქ თბილისში კიკბოქსინგში საქართველოს თასის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც გურჯაანელი, კლუბ „მგლების“ სპორტსმენებიც იღებდნენ მონაწილეობას.

ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის მწვრთნელის, გიორგი ელიკაშვილის თქმით, რთულ ორთაბრძოლებში მისმა სპორტსმენმა კარგი შედეგი აჩვენა.
„სულ სამი მებრძოლი მყავდა წაყვანილი, სამწუხაროდ იმ ორმა წააგო, მარტო გიორგი გუჩმაზოვმა დაიკავა პირველი ადგილი. წარმატებით დაასრულა ორთაბრძოლა. შედეგით კმაყოფილი ვარ. სამომავლოდაც კიდევ იგეგმება ტურნირები და ვეცდებით მომავალშიც გამარჯვებულები გამოვიდეთ. გიორგი გუჩმაზოვი არაფერთი ტურნირის გამარჯვებულია. არის კახეთის და ასევე საქართველოს თასის მფლობელი. წარმატებული მებრძოლია და ვნახოთ მომავალში კიდევ რა შედეგს დავდებთ. “

15 წლის გიორგი გუჩმაზოვი შედეგით კმაყოფილია და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
„ 2020 წლის ნოემბერში მოვედი გუნდში. სულ თავიდან გავიმარჯვე საქართველოზე, შემდეგ ერევანში გამართული ტურნირიდან ქამარი ჩამოვიტანე, ამის შემდეგ იყო პატარ - პატარა ტურნირები, რომელიც ასევე წარმატებით დავასრულე. ბოლოს გავხდი საქართველოს თასის მფლობელი. გადმომცეს ოქროს მედალი, თასი და სიგელი. საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან მომიხდა ბრძოლა, ცოტა გამიჭირდა მაგრამ მაინც წარმატებას მივაღწიე. მომავალში ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობას ვაპირებ.“

გიორგი ელიკაშვილის თქმით, ახალ წლების მერე ერევანში ტარდება დიდი საერთაშორისო ტურნირი, სადაც მისი მებრძოლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

| Print |
FaceBook Twitter Google