სპორტი
კლუბ „მგლების“ კიკბოქსიორებმა ახმეტიდან 14 მედალი წამოიღეს
თბილისის კლუბ „მგლების“ კიკბოქსიორებმა კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწიეს. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში კლუბებს შორის ჩატარდა შეჯიბრი და ღია რინგი.

კლუბ „მგლების“ 14 მებრძოლიდან 10-მა პირველი ადგილი მოიპოვა, დანარჩენმა ოთხმა კი მეორე ადგილები დაიკავა.

პირველი ადგილები დაიკავეს: გოჩა ფრიდონაშვილმა, გიორგი ფრიდონაშვილმა, ლაზარე სეისიანმა, გიორგი ტუნკიშვილმა, ნიკა ზვერიაშვილმა, ალექსანდრე ხეჩოშვილმა, ოთო ელიკაშვილმა, ლუკა ეგოროვმა, გიორგი ბახლიშვილმა და გიორგი საბაშვილმა.

გიორგი იაძე, ლუკა ხეჩოშვილი, საბა ეგოროვი და ნიკა ცერცვაძე მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ.

გამარჯვებულები შესაბამისი დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

კლუბის მწვრთნელი გიორგი ელიკაშვილი საპატიო სტუმრის სტატუსით, შესაბამისი დიპლომითა და მედლით დაჯილდოვდა.

"29-30 აპრილს მივემგზავრებით ქალაქ ერევანში დიდ საერთაშორისო ტურნირზე, სადაც თბილისის კლუბ მგლების წევრები ჩემთან ერთად იბრძოლებენ კიკბოქსინგის k1 წესებით ქამრებზე. მეც k1 წესებით ვიბრძოლებ ქამრისთვის პროფესიონალებში.

მაისში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს ტაიბოქსინგისა და კიკბოქსინგის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ლაშა ჭურაძე და ვიცე-პრეზიდენტი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დავით ქირია.

მადლობას ვუხდი ჩემს გულშემატკივრებს და ვეცდებით, თქვენი იმედები ყოველთვის გავამართლო“, - გვეუბნება გიორგი ელიკაშვილი.




| Print |
FaceBook Twitter Google