სპორტი
გურჯაანელი მოჭადრაკეები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ
საერთაშორისო დიდოსტატების ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის გურჯაანის საჭადრაკო კლუბში, 24-31 მარტს გაიმართა საქართველოს ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდა 29 მოჭადრაკე უმაღლეს კატეგორიაში 1800 რეიტინგით.

ეს იყო პირველი სერიოზული ტურნირი ამ გუნდისთვის, რადგან მათ ამ დრომდე შესაბამისი რეიტინგი არ ჰქონდათ.

კახეთის ჭადრაკის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის და გურჯაანის ჭადრაკის კლუბის დირექტორის, გია ქიტესაშვილის თქმით, თამაში ჩატარდა 9 ტურად შვეიცარიული სისტემით.

„პირველივე ტურიდან შეინიშნებოდა ჩვენი ბავშვების უპირატესობა. ზედიზედ მოვიგეთ სამი პარტია და ბოლო ჯამში მოვაგროვეთ 7 ქულა, ალექსანდრე წანაწყენიშვილის წყალობით. უახლოეს მეტოქეს გადავასწარით ნახევარი ქულით და გავხდით საქართველოს ჩემპიონები. პირველ ადგილზე გავიდა ალექსანდრე წანაწყენიშვილი, მეორეზე- ივანე სიფრაშვილი და მესამეზე - დავით ნემსაძე.“

გია ქიტესაშვილის თქმით, მომავალში ძმები გიორგი და ალექსანდრე წანაწყენიშვილები, აპირებენ ბრძოლას პირველობისთვის 18 წლამდელთა კატეგორიაში.

„პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკე მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს, მეორე ადგილოსანი კი - ევროპის ჩემპიონობისთვის. აქვე მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთი წარმატებული ასპარეზობა ჩაატარეს ჩვენმა მოსწავლეებმა გასულ კვირას საქართველოს 12 წლამდელთა ჩემპიონატში, სადაც მონაწილეობდა 11 წლის დათა ყალაბეგაშვილი. ტურნირი დაყოფილი იყო სამ ეტაპად: შესარჩევი, ნახევარფინალი და ფინალი. სამივე ეტაპის წარმატებით გადალახვის დათა ყალაბეგაშვილი მიიწვიეს საბერძნეთის ქალაქ როდოსში.“

გია ქიტესაშვილი იმედოვნებს, რომ ნორჩი მოჭადრაკე სამშობლოში წარმატებით დაბრუნდება.

ავტორი: ლიზა კაპანაძე


| Print |
FaceBook Twitter Google