სპორტი
გურჯაანში საქართველოს მოჭიდავეთა ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა
12-16 აპრილს ქალაქ გურჯაანის სპორტკომპლექსმა უმასპინძლა 20 წლამდე ასაკის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს.

კახეთის რეგიონიდან ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდნენ მოჭიდავეები გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან.

„საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება მიზნად ისახავდა ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბებას.

წელს ეროვნულ ჩემპიონატს გურჯაანის სპორტკომპლექსმა უმასპინძლა.

ბრძოლა ბერძნულ -რომაული სტილით მიმდინარეობდა.

გურჯაანში გვყვავს ორი გამარჯვებული, რომლებმაც ბრინჯაოს მედლები აიღეს - 17 წლის გიორგი მოსულიშვილმა 65 კგ. წონით კატეგორიაში და 17 წლის ნოკოლოზ გოგიაშვილმა 92 კგ. წონით კატეგორიაში,“- ამბობს ჩვენთან საუბარში გურჯაანის სპორტული გაერთიანების დირექტორი, გელა დალაქიშვილი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან სამმა მოჭიდავემ ბრინჯაოს, ხოლო ერთმა ვერცხლის მედალი აიღო.

ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ დავით კუჭუაშვილი, გიგი ქურხული და თორნიკე ასაბაშვილი. ფირუზ ქვლივიძემ კი ვერცხლის მედალი დაიმსახურა.


| Print |
FaceBook Twitter Google