სპორტი
ლუკა ბერულავა და კარინა საფინა მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ
ქართველი მოციგურავეები კარინა საფინა და ლუკა ბერულავა მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობდა.

კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული და შესაბამისად ოქროს მედალიც მოიპოვა.

ტალინში გამართულ პირველობაზე საფინა-ბერულავას წყვილი ჯერ კიდევ მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობდა - მათ ოქროს მედლისკენ დიდი ნაბიჯი ჰქონდათ გადადგმული.

კარინამ და ლუკამ თავისუფალ პროგრამაშიც შესანიშნავად იასპარეზეს, 120.35 ქულა დაიმსახურეს (59.40 ტექნიკური ელემენტებისთვის, 60.95 პრეზენტაციისთვის) და შედეგად, ჯამში 188.12 ქულით პირველობა არავის დაუთმეს.

ქართული წყვილის უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით დიდი იყო. შედარებისთვის, მე-2 ადგილზე ავსტრალიური დუეტი, ანასტასია გოლუბევა და ექტორ მური 169.91 ქულით გავიდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალი კანადელებმა, ბრუკ მაკინტოშმა და ბენჟამინ მიმარმა 156.80 ქულით მოიპოვეს.

შესაბამისად, საფინა-ბელურავას დუეტმა, საერთო ქულებითაც პირველი ადგილი შეინარჩუნა და ამ რანგის შეჯიბრებაზე, ისტორიული გამარჯვება მოუპოვა საქართველოს.
| Print |
FaceBook Twitter Google