სპორტი
დათა ყალაბეგაშვილი ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძვის
ამ წუთებში გურჯაანელი მოჭადრაკე დათა ყალაბეგაშვილი ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძვის. ევროპის სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში საბერძნეთის ქალაქ როდოსში მიმდინარეობს.

კახეთის ჭადრაკის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი და გურჯაანის ჭადრაკის კლუბის დირექტორი, გია ქიტესაშვილი Speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ჩემპიონატში მონაწილეობას 11 წლამდე ასაკის 26 მოჭადრაკე იღებს.

„დათამ უკვე 7 ტური ითამაშა. გუშინდელი დღის განმავლობაში იგი ლიდერობდა და მეორე ადგილი ეკავა, თუმცა გუშინ თურქ მოჭადრაკესთან 5საათიანი თამაშის შემდეგ დამარცხდა, რამაც მისი რეიტინგი დააგდო. დათას საბოლოო შედეგს დღევანდელი თამაში გადაწყვეტს. ამ ეტაპზე მას რეალური შანსი აქვს გავიდეს მეორე ან მესამე ადგილზე,“-გვეუბნება გია ქიტესაშვილი.
| Print |
FaceBook Twitter Google