სპორტი
გურჯაანის საცურაო აუზზე ბავშვებს 2 წლიდან მიიღებენ
გურჯაანის საცურაო აუზს გადამზადებული სპეციალისტები მოემსახურებიან და აუზით სარგებლობა უკვე 2 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი.

„თუკი აქამდე ჩვენ ვერ ვიღებდით 5 წლის ქვემოთ მომხმარებლებს, რადგან შესაბამისი სპეციალისტები არ გვყავდა და არც პატარა აუზი იყო მოწესრიგებული, ახლა უკვე შეგვიძლია მათი მიღება. პატარა აუზიც აღვადგინეთ და სპეციალისტებიც გადავამზადეთ. მათ გაიარეს შესაბამისი კურსები და მოიპოვეს ლიცენზია. ეს ნიშნავს იმას, რომ 2 მაისიდან ბავშვებს 2 წლის ასაკიდან შეეძლებათ გურჯაანის საცურაო აუზის სერვისებით სარგებლობა,“- გვეუბნება ა(ა)იპ გურჯაანის სპორტული გაერთიანების დირექტორი გელა დალაქიშვილი.

აქვე გეტყვით, რომ 12 წლამდე ბავშვების სტანდარტული აბონემენტის ღირებულება 50 ლარიდან იწყება.

გურჯაანის საცურაო აუზი მუშაობას ორშაბათს, 2 მაისს განაგრძობს. გურჯაანის სპორტ-კომპლექსში აქტიურად მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და ამ ეტაპზე საცურაო აუზი მზადაა მომხმარებლების მისაღებად.
| Print |
FaceBook Twitter Google