სპორტი
ქართველმა მოჭადრაკეებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავეს
ჭადრაკში ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ მესამე გუნდური ადგილი დაიკავა.

საბერძნეთის ქალაქ როდოსში გამართულ ჩემპიონატზე მონაწილეობას გურჯაანელი 10 წლის დათა ყალაბეგაშვილიც იღებდა.

კახეთის ჭადრაკის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტისა და გურჯაანის ჭადრაკის კლუბის დირექტორის, გია ქიტესაშვილის თქმით, დათა ბოლო ორ ტურში 5 ქულით ლიდერობდა და მეორე ადგილს ინარჩუნებდა, თუმცა თურქ მოჭადრაკესთან 5-საათიანი დაძაბული თამაშის შემდეგ დამარცხდა.

„საკმარისი იქნებოდა, დათას 1 ქულაც აეღო, რათა გასულიყო საპრიზო-მეორე ან მესამე ადგილზე.

სამწუხაროდ, ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე შეხვდა. 11 წლის თურქი მოჭადრაკე მსოფლიო კლასის მოთამაშეა,“-ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში გია ქიტესაშვილი.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, პირველ ადგილზე თურქეთის, ხოლო მეორე ადგილზე ინგლისის ნაკრები გავიდა.

ქართველი მოზარდები ექვსიდან სამ ასაკობრივ კატეგორიაში თამაშობდნენ.

მათი შედეგები კი ასეთია:

U9 გოგონები:
-ბარბარე შონია (მწვრთნელი გოჩა თორია) – III ადგილი, 6 ქულა
-ბარბარე ჭიოკაძე (მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი) – VII ადგილი, 5 ქულა

U11 გოგონები:
-ანასტასია ქუთათელაძე (მწვრთნელი ინგა კიკვიძე) - III ადგილი, 6.5 ქულა;

U13 გოგონები:
-ანასტასია კირთაძე (მწვრთნელი გიგა ყუფარაძე) - I ადგილი, 8.5 ქულა;
-მარიამ ცეცხლაძე - (მწვრთნელი დავით მაღალაშვილი) II ადგილი, 6.5 ქულა;
-კესარია მგელაძე (მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე; ნოდარ ლორთქიფანიძე) - III ადგილი, 6 ქულა

U9 ღია:
-ნიკა წულაია (მწვრთნელი დიმიტრი კვარაცხელია) - VIII ადგილი, 5 ქულა

U11 ღია:
-გაბრიელ გაბადაძე (მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი) -II ადგილი, 6 ქულა;
-გაგა გვასალია (მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა) – V ადგილი, 5.5 ქულა;
-დავით თათვიძე (მწვრთნელი ნოდარ ლორთქიფანიძე) – VI ადგილი, 5.5 ქულა;
-დათა ყალაბეგაშვილი (მწვრთნელი ვანო მინდორაშვილი) -IX ადგილი, 5 ქულა;

U13 ღია:
-ერეკლე ტაბატაძე (მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი; ზურაბ სტურუა) – IV ადგილი, 6.5 ქულა;
როგორც speqtri.ge-სთან საუბარში გურჯაანის ჭადრაკის კლუბის დირექტორმა, გია ქიტესაშვილმა განმარტა, უახლოეს მომავალში დათა ყალაბეგაშვილი საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

ჩემპიონატი 8-დან 12 წლამდე მოჭადრაკეებს შორის 26 მაისს გაიმართება. გამარჯვებულები მსოფლიო პირველობაზე ითამაშებენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის
მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი
კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე
„საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი
ადგილის მფლობელია.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25.03.2024
უნგრეთის ქალაქ დიორში 10 მეტრზე პნევმატური იარაღის სროლაში ევროპის
ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს გოგონათა ნაკრები,
ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონი გახდა. თელაველმა მარიამ
ფროდიაშვილმა ასევე პირადი პირველობაც მოიპოვა.
უნგრეთის ქალაქ დიორში 10 მეტრზე პნევმატური იარაღის სროლაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს გოგონათა ნაკრები, ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონი გახდა. თელაველმა მარიამ ფროდიაშვილმა ასევე პირადი პირველობაც მოიპოვა.
11:16 / 28.02.2024
20-25 თებერვალს, ქალაქ მარნეულში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი
კრივში, 2008-09 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის. 80+
წონით კატეგორიაში გოგონებს შორის ჩემპიონი გახდა 14 წლის ჯული
ცინაძე, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნიდანაა.
20-25 თებერვალს, ქალაქ მარნეულში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი კრივში, 2008-09 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის. 80+ წონით კატეგორიაში გოგონებს შორის ჩემპიონი გახდა 14 წლის ჯული ცინაძე, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნიდანაა.
17:42 / 26.02.2024
როგორც ცნობილია, შეჯიბრში სულ 11 გუნდი იღებდა მონაწილეობას: 7 გუნდი
- ბიჭების, 4 გუნდი - გოგონების.
როგორც ცნობილია, შეჯიბრში სულ 11 გუნდი იღებდა მონაწილეობას: 7 გუნდი - ბიჭების, 4 გუნდი - გოგონების.
16:05 / 19.02.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 27 °C
img
საგარეჯო 16 / 23 °C
img
დ.წყარო 14 / 22 °C
img
სიღნაღი 15 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 25 °C
img
ყვარელი 16 / 27 °C
img
თელავი 16 / 23 °C
img
ახმეტა 14 / 24 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.