სპორტი
კლუბ "მგლების" 8 კიკბოქსიორმა ღია რინგის პირველობაზე პირველი ადგილი დაიკავა
თბილისის კლუბ „მგლების“ კიკბოქსიორები რუსთავის კლუბებს შორის ღია რინგის პირველობაზე იბრძოდნენ.

კლუბ „მგლების“ 11 მებრძოლიდან რვამ პირველი, ხოლო სამმა მეორე ადგილები მოიპოვეს.

„კვირას, პირველ მაისს, ვიყავით რუსთავში კლუბებს შორის ღია რინგის პირველობაზე, სადაც თბილისის კიკბოქსინგის კლუბის წევრები იღებდნენ მონაწილეობას.

ჩვენმა მებრძოლებმა: ნიკა უტიაშვილმა, გიორგი ტუნკიშვილმა, ზაური ჩახვაშვილმა, ნიკა ზვერიაშვილმა, ოთო ელიკაშვილმა, გიორგი სიბაშვილმა, საბა ჩაფიძემ და ლუკა გურგენიშვილმა პირველი ადგილები დაიკავეს.

ლაზარე სეისიანი, ნოდიკო ჩაფიჩე და გიორგი ბახლიშვილი კი მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ,“- გვეუბნება კლუბის მწვრთნელი გიორგი ელიკაშვილი.

მისივე თქმით, ტურნირს ესწრებოდა ტაიბოქსინგისა და კიკბოქსინგის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ლაშა ჭურაძე.

3 მაისს კლუბ „მგლების“ კიდევ ერთი კიკბოქსიორი, ზაური ჩახვაშვილი მარნეულში, „ბოქსინგ საქართველოს“ ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

გიორგი ელიკაშვილის თქმით, ზაური სამ მებრძოლს შეერკინება, რათა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მიიღოს. ბრძოლები 8 მაისამდე გაგრძელდება.

„7 მაისს მივდივართ თელავში ღია რანგზე. წინ კიდევ უამრავი გასვლითი ბრძოლები გვაქვს, მათ შორის, იქნება ირანი-საქართველოს ტურნირიც. კარგ შედეგებს ველოდებით,“- ამბობს გიორგი ელიკაშვილი Speqtri.ge-სთან საუბარში.

| Print |
FaceBook Twitter Google