სპორტი
კლუბ „მგლების“ კიკბოქსიორებმა კიდევ 10 ოქროს მედალი მოიპოვეს
თბილისის კლუბ „მგლების“ 10 მებრძოლი 7 მაისს, თელავში, კიკბოქსინგის კახეთის კლუბთა შორის პირველობაზე გამართულ ტურნირში იღებდნენ მონაწილეობას.
ათივე მებრძოლი შესაბამისი დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. 10 კიკბოქსიორიდან სამს მოწინააღდმეგე არ გამოუცხადდა.

„ პირველი ადგილი დაიკავეს გიორგი ტუნკიშვილმა, გიორგი იაძემ, საბა ყანდიაშვილმა, საბა ჩაფიძემ, ზაური ჩახვაშვილმა, ნიკა ზვერიაშვილმა და ლაზარე სეისიანმა.

გიორგი საბაშვილს, ალექსანდრე ხეჩოშვილსა და გიორგი ბახლიშვილს კი მოწინააღდმეგეები არ გამოუცხადდნენ, ამიტომ ისინიც შესაბამისი დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

შედეგით კმაყოფილი ვარ. ჩვენი კლუბის წევრთა ბრძოლები შეგიძლიათ ჩვენს ფეისბუკ-გვერდზე იხილოთ,“- გვეუბნემა კლუბის მწვრთნელი გიორგი ელიკაშვილი.

მისივე თქმით, ამ თვის ბოლოს კლუბ „მგლების“ მებრძოლები საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან.
| Print |
FaceBook Twitter Google