სპორტი
თელავში „ველო-ფესტივალი 2022“ ჩატარდა - გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
7 მაისს თელავში „თელავის ველო-ფესტივალი - 2022“ ჩატარდა. ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის ორგანიზებით ჩატარდა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალზე მონაწილეობას იღებდნენ როგორც ზრდასრული, ასევე მცირეწლოვანი ველომოყვარულები.

ღონისძიების ფარგლებში ველო-რბოლა შემდეგ სახეობებში გაიმართა.

1. წყვილთა შორის რბოლა ფიგურული სლალომის სახეობაში (კონუსები)
2. წყვილთა შორის რბოლა ფიგურული სლალომის სახეობაში (კონუსები, დაბრკოლებები, ტრამპლინი)
3. დრიფტი მაქსიმალურ მანძილზე
4. Wheelie
5. Manual Wheelie
6. Stop Wheelie
7. Best Tricks (stunt)
8. Bunny Hop
9. Track Stand (ბალანსი)

ველო-შეჯიბრებებში მიღებული ქულები ფესტივალის დასასრულს დაჯამდა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

პირველი ადგილი ნიკა იუკურიძემ დაიკავა, მეორე ადგილზე თამარ ნუსხელიძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი ანდრეა სახეიშვილი გახდა.

ფესტივალის მთავარი ტიტული - „თელავის ველო-ფესტივალის მეფე“ - ნიკა იუკურიძემ მიიღო.

ფესტივალის ყველაზე პატარა წარმატებული მონაწილე ლუკა ემინაშვილი გახდა.

სატიტულო პოზიციის მფოლებელბს შესაბამისი სიგელები, მედლები და თასი გადაეცათ.
| Print |
FaceBook Twitter Google