სპორტი
2023 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატს რუსეთის ნაკრები გამოეთიშა
რუსეთის კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებს. ნაკრები ასევე მოხსნილია შესარჩევი ჯგუფიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) მარტის თვეში მიიღო და თამაში რუსეთის გარდა, ბელარუსის ნაკრებსაც აუკრძალა.

უკვე 2022 წლის ჩემპიონატიდან მოხსნილია რუსეთის ქალთა ეროვნული ნაკრებიც.

მარტის თვეში FIBA-მ რუსული გუნდები 3x3 - ის ტურნირებიდანაც მოხსნა.

აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების ნაწილია.
| Print |
FaceBook Twitter Google