სპორტი
კლუბ "მგლების" კიკბოქსიორთა მორიგი წარმატება
თბილისში კიკბოქსინგში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც კლუბ "მგლების" შვიდი მებრძოლი იღებდა მონაწილეობას.

კლუბის ორი მებრძოლი საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა, ხოლო ხუთმა - მეორე ადგილი დაიკავა.

"საკმაოდ დაძაბული ბრძოლები იყო. ჩვენი კლუბის თითოეულ კიკბოქსიორს სამ მებრძოლთან მოუწია ასპარეზობა. შედეგით კმაყოფილი ვარ," -გვეუბნება კლუბ "მგლების" მწვრთნელი, გიორგი ელიკაშვილი.

მისი თქმით, პირველი ადგილები დაიკავეს და, შესაბამისად, საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელები გახდნენ: საბა ჩაფიძე და ზაურ ჩახვაშვილი, ხოლო ოთო ელიკაშვილმა, ნიკა ზვერიაშვილი, ნოდიკო შავიშვილი, ლაზარე სეისიანი და გიორგი იაძე -  მეორე ადგილებზე გავიდნენ.

გიორგი ელიკაშვილი speqtri.ge-ს უახლოეს გეგემბზეც ესაუბრა.

"ჩვენი კლუბის წევრები 6 ივნისს, თელავში, მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალურ ირთაბრძოლებში, ასევე 25 მაისს ველოდებით ირანი-საქართველოს პირველობას. კლუბ "მგლების" კიკბოქსიორები შავი ზღვის თასისთვისაც იბრძოლებენ,"- გვითხრა გიორგი ელიკაშვილმა.











| Print |
FaceBook Twitter Google