სპორტი
საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშებაში მესამე მატჩი გამართა და მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა.

გუნდებს შორის მატჩის პირველი ნახევარი ფრედ 0:0 დასრულდა. პირველი გოლი კი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა, რასაც ხვიჩა კვარაცხელიას გოლი მოჰყვა, მესამე გოლი კი მატჩის მიწურულს ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა.

სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ცხრა ქულით ლიდერობს და ჯგუფში მეორე ადგილზე მყოფ ჩრდილოეთ მაკედონიას ხუთი ქულით უსწრებს. ბულგარეთს ორი ქულა აქვს, ხოლო გიბრალტარს - ერთი.

ეროვნული ნაკრები შემდეგ მატჩს ბულგარეთის ნაკრებთან თბილისში, „დინამო არენაზე“ გამართავს. თამაში 12 ივნისს ჩატარდება.




| Print |
FaceBook Twitter Google