სპორტი
საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას დაფინანსება გაურკვეველი ვადით შეუწყდა
საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას დაფინანსება გაურკვეველი ვადით შეუჩერდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული საგანგებო განცხადებით, კრივის ფედერაცია საზოგადოებას გვერდში დგომისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან სატელეფონო კომუნიკაციით გვაცნობეს, რომ საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას დაფინანსება შეუწყდა გაურკვეველი მიზეზების გამო.

ამ ეტაპისთვის შეჩერებულია ყველა ღონისძიება და შეკრება, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია მოკრივეთათვის. ქართველი მოკრივეებისთვის, თქვენი გვერდში დგომა და მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია.“ - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში

ასევე გამოქვეყნდა საბანკო ანგარიში, სადაც მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ.
მიმღები: ააიპ საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია
ბანკი: სს თიბისი ბანკი
ა/ნ: GE30TB7341636020100002

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.  
| Print |
FaceBook Twitter Google