სპორტი
კლუბ „მგლების“ კიკბოქსიორებმა კიდევ ხუთი ოქროსა და ოთხი ვერცხლის მედალი მოიპოვეს
24 ივლისს, ახმეტაში კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ტურნირზე მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქართველი, ასევე სომეხი და ირანელი მებრძოლები.

ტურნირზე მონაწილეობდა თბილისის კიკბოქსინგის კლუბ „მგლების“ ცხრა მებრძოლი, რომელთაგან ხუთმა პირველი ადგილი მოიპოვა, ოთხმა კი - მეორე.

„ შედეგებით კმაყოფილი ვარ. საკმაოდ რთული ბრძოლები იყო იმიტომ, რომ ძლიერი მოწინააღმდეგეები შეგვხვდნენ, თუმცა ჩვენმა მებრძოლებმა შეძლეს მათი დამარცხება და საპრიზო ადგილების მოპოვება.
პირველი ადგილები დაიკავეს თემუკა შავლიაშვილმა, ლაზარე სეისიანმა, საბა ჩაფიძემ, ლუკა ზარდიაშვილმა და ზაურ ჩახვაშვილმა.

მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ გიორგი ტუნკიშვილი, ნიკა უტიაშვილი, ნიკა ზვერიაშვილი და გიორგი სიბაშვილი.

თითოეული მებრძოლი შესაბამისი სერტიფიკატებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდა.

რაც შეეხება ჩვენს შემდგომ ორთაბრძოლებს, წინ დიდი ტურნირები გველოდება,“ - ამბობს SPEQTRI.GE -სთან საუბარში კლუბ „მგლების“ მწვრთნელი გიორგი ელიკაშვილი.


| Print |
FaceBook Twitter Google