სპორტი
გურჯაანში ზვიად შანყულაშვილის სახელობის მკლავჭიდის ტურნირი გაიამრთა
გურჯაანის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში ზვიად შანყულაშვილის სახელობის, მკლავჭიდელთა მეორე ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.

გურჯაანის სპორტული კომპლექსის მკლავჭიდის მწვრთნელის, ალექსანდრე ზავრაშვილის თქმით, გურჯაანელმა მკლავჭიდელებმა ჯამში 5 მედალი, მათ შორის, 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო, მოიპოვეს.

„80კგ. წონით კატეგორიაში, წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა თენგო ნაცვლიშვილმა, ვერცხლის მედლები დაიმსახურეს შოთიკო რაქვიაშვილმა (60 კგ. წონით კატეგორიაში) და გიორგი წიკლაურმა(70 კგ. წონით კატეგორიაში).

რაც შეეხება მესამე ადგილს, ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ ნოდარი შანყულაშვილი (60 კგ. წონით კატეგორიაში) და ზაზა ლომიძე (მძიმე წონით კატეგორიაში),“ - აღნიშნა ალექსი ზავრაშვილმა.

მისივე თქმით, ასე ჩატარდა სამი ვენდეტა, სადაც სამი გურჯაანელი მკლავჭიდელი მონაწილეობდა და სამივემ წარმატებით იასპარეზა. ვენდეტაში გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი მკლავჭიდელები არიან ნიკა ქევხიშვილი, ლევან საკაშვილი და თენგო ნაცვლიშვილი.
| Print |
FaceBook Twitter Google