სპორტი
ქართულ ჭიდაობაში მოსწავლეთა ღია პირველობა გაიმართა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში მოსწავლეთა ღია პირველობა გაიმართა ქართულ ჭიდაობაში. ტურნირში სპორტსმენები კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან მონაწილეობდნენ.

შეჯიბრის ორგანიზატორი იყო ა(ა)იპ "გურჯაანის სპორტული გაერთიანება" და ქართული ჭიდაობის კახეთის ფედერაცია.

ასპარეზობა ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ყველაზე ტექნიკური მოჭიდავის პრიზი გურჯაანელ გიგი კეკვიაშვილს გადაეცა.

ტურნირის ჩემპიონები და პრიზიორები გახდნენ:

40 კილოგრამი წონითი კატეგორია:

სოსო იაგორაშვილი (გურჯაანი);
ვალერი წიწილაშვილი (ლაგოდეხი);
ერეკლე ჭიკაძე (საგარეჯო);

45 კილოგრამი წონითი კატეგორია:

ილია ჯაფოშვილი (გურჯაანი);
მერაბ ზირაქაშვილი (საგარეჯო);
ანდრო პაპუნაშვილი (გურჯაანი);

55 კილოგრამი წონითი კატეგორია:

გიგი კეკვიაშვილი (გურჯაანი);
ლუკა ზაკალაშვილი (გურჯაანი);
გიორგი ეგიზარიანი (გურჯაანი);

60 კილოგრამი წონითი კატეგორია:

ნიკა ჩოლოგაური (ლაგოდეხი);
ნიკა დვალი (გურჯაანი);
ნიკა ცისკარაშვილი (გურჯაანი);

+60 კილოგრამი წონითი კატეგორია:

სანდრო შიუკაშვილი (ლაგოდეხი);
გიორგი კობიაშვილი (გურჯაანი);
გიორგი კახაბერი (გურჯაანი);

გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. 





| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ჭიდაობა /