სპორტი
გურჯაანელი დათა ყალაბეგაშვილი მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობს
გურჯაანელი მოჭადრაკე, 11 წლის დათა ყალაბეგაშვილი, მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობს.
ტურნირი ბათუმში სამ ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობს. არაერთგზის გამარჯვებული დათა ყალაბეგაშვილი 12 წლის სპორტსმენებს უწევს მეტოქეობას.

ცნობისთვის,ჩემპიონატში სულ მსოფლიოს 150 მოთამაშე მონაწილეობს. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 11 ტურად ტარდება. ტურნირის გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს და ფასიან საჩუქრებს მიიღებს.
| Print |
FaceBook Twitter Google