სპორტი
კიკბოქსინგის კლუბ „მგლების“ სპორტსმენები იტალიაში მსოფლიო ჩემპიონატზე იბრძოლებენ
სომხეთის ტურნირში გამარჯვების შემდეგ კიკბოქსინგის კლუბ „მგლების“ სპორტსმენები იტალიაში მსოფოლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. როგორც მწვრთნელი, გიორგი ელიკაშვილი speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, ტურნირი ქალაქ მილანში 11 ნოემბერს გაიმართება.

„15-16 ოქტომბერს ვიმყოფებოდით სომხეთის ქალაქ ერევანში სადაც დიდ საერთაშორისო ტურნირზე ჩვენი კლუბის საუკეთესო მებრძოლები იღებდნენ მონაწილეობას.

ბრძოლა მიმდინარეობდა ქამრებისთვის, შედეგებით საკმაოდ კმაყოფილი ვარ. საბოლოოდ მებრძოლებმა: თემურ შავლიაშვილმა, 65 კგ. წონით კატეგორიაში, ხოლო ლუკა ზარდიაშვილმა 85 კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვეს. 11 ნოემბერს მივდივართ მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიაში, ქალაქ მილანში და ჩვენი მიზანია არაერთ ქვეყანაში ავაფრიალოთ საქართველოს დროშა,“- ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში გიორგი ელიკაშვილი.

მწვრთნელის შეფასებით, მიუხედავად სირთულისა, მებრძოლებმა თავი ღირსეულად წარმოაჩინეს.


| Print |
FaceBook Twitter Google