სპორტი
ნიკოლოზ ქაჩლიშვილმა 2 ოქროს მედალი მოიპოვა
23 ოქტომბერს ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში, რომელშიც გურჯაანელი ნიკოლოზ ქაჩლიშვილიც მონაწილეობდა. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან 2 ოქროს მედალი მოიპოვა.

„მონაწილეობა მივიღე შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით 70 კგ წონით კატეგორიაში ორ სხვადასასხვა მოძრაობაში და მოვიპოვე ოქროს 2 მედალი, გავხდი 1 ადგილის მფლობელი. ასევე მოვიპოვე შანსი, მივიღო მონაწილეობა შსს სახელით, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე,“ - ამბობს ნიკოლოზ ქაჩლიშვილი, რომელიც საქართველოს შვიდგზის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია. 

| Print |
FaceBook Twitter Google