სპორტი
გურჯაანის სპორტ კომპლექსმა კახეთის ღია პირველობას უმასპინძლა ცურვაში
კახეთის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტის, გურამ მამუკაშვილის ინფორმაციით, გურჯაანის სპორტ კომპლექსმა კახეთის ღია პირველობას უმასპინძლა ცურვაში.
მისივე თქმით, გურჯაანის სპეციალიზირებული სპორტული ჯგუფიდან ტურნირში მონაწილეობას 2 სპორტსმენი იღებდა. მათგან მარიამ გოგიაშვილმა, 50 მეტრ ბათერფლაიში და 50 მეტრ კროლში, წარმატებას მიღწია და ვერცხლის მედლები დაისაკუთრა.

აღსანიშნავია, რომ პირველობას საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის მიერ დაკომპლექტებული მსაჯთა ჯგუფი ხელმძღვანელობდა.

„ტურნირზე წარმოდგენილი იყო 150 სპორტსმენი საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, გათამაშდა მედლების 72 კომპლექტი ცურვის ტრადიციულ დისციპლინებში. ესენი იყო: თავისუფალი სტილით ცურვა 50-100-200-400მეტრზე, ზურგზე ცურვა 50-100-200 მეტრზე, ბათერფლაი 50-100-200 მეტრზე და ბრასი 50-100-200 მეტრზე. ვთვლი რომ პირველობა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარდა
რაც საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის მიერ დაკომპლექტებულ მსაჯთა გუნდმა განაპირობა“-ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში გურამ მამუკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი ორ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა 2008-2009 და 2010-2011 წელს დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის.

გურამ მამუკაშვილის თქმით 3,4,5 ნოემბერს თბილისში იგეგმება საქართველოს ფედერაციის თასისთვის ბრძოლა, რომელშიც თანრიგოსანი მოცურავეები მიიღებენ მონაწილეობას.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
23 ოქტომბერს ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი
ძალისმიერ სამჭიდში, რომელშიც გურჯაანელი ნიკოლოზ ქაჩლიშვილიც
მონაწილეობდა. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან 2 ოქროს მედალი
მოიპოვა.
23 ოქტომბერს ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში, რომელშიც გურჯაანელი ნიკოლოზ ქაჩლიშვილიც მონაწილეობდა. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან 2 ოქროს მედალი მოიპოვა.
17:53 / 24.10.2022
სომხეთის ტურნირში გამარჯვების შემდეგ კიკბოქსინგის კლუბ „მგლების“
სპორტსმენები იტალიაში მსოფოლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც მწვრთნელი, გიორგი ელიკაშვილი speqtri.ge-სთან საუბარში
აღნიშნავს, ტურნირი ქალაქ მილანში 11 ნოემბერს გაიმართება.
სომხეთის ტურნირში გამარჯვების შემდეგ კიკბოქსინგის კლუბ „მგლების“ სპორტსმენები იტალიაში მსოფოლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. როგორც მწვრთნელი, გიორგი ელიკაშვილი speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, ტურნირი ქალაქ მილანში 11 ნოემბერს გაიმართება.
15:14 / 24.10.2022
22 და 23 ოქტომბერს, გურჯაანის სპორტკომპლექსში, სპორტული
გაერთიანების ორგანიზებით,  გაიმართება ღია პირველობა ცურვაში.
22 და 23 ოქტომბერს, გურჯაანის სპორტკომპლექსში, სპორტული გაერთიანების ორგანიზებით,  გაიმართება ღია პირველობა ცურვაში.
12:12 / 19.10.2022
ახმეტის მუნციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სომხეთის ქალაქ ვანაძორში
გამართულ კიკბოქსის საერთაშორისო ტურნირში 4 ახმეტელი სპორტსმენი
მონაწილეობდა.
ახმეტის მუნციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სომხეთის ქალაქ ვანაძორში გამართულ კიკბოქსის საერთაშორისო ტურნირში 4 ახმეტელი სპორტსმენი მონაწილეობდა.
12:53 / 17.10.2022
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ ბრალდება 13 პირს წარუდგინა. მათ შორისაა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი წარმომადგენელი.
12:04 / 24-10-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალასთან მდებარე წისქვილში 40 წლამდე ასაკის კაცი დაიღუპა.
14:45 / 18-10-2022
თელავში 23 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული თ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
23:55 / 09-10-2022
ეკონომიკა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსა და ილიაწმინდაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
13:36 / 28-10-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნინოწმინდისა და წყაროსთავის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სისტემების მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
14:59 / 20-10-2022
სხვა ამბები
დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 22 ნოემბრამდე უფასო იქნება.
11:16 / 15-11-2022
ახმეტის მუნიციპალიტეტში 24 ნოემბერს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება. სამედიცინო ჯგუფს კონსულტაციისთვის სივრცეს მერიის შენობაში დაუთმობენ.
16:41 / 14-11-2022
ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის -„რა? სად? როდის?“ პირველი ეტაპი დაიწყო. სასკოლო თამაშში საჯარო სკოლების ცამეტი გუნდი მონაწილეობს.
23:19 / 11-11-2022
2023 წლიდან, წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის რეალიზაცია. წამლის კანონში შესატანი შესაბამისი ცვლილებები, პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნება.
10:46 / 10-11-2022
2023-2024 სასწავლი წლისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებში ცვლილებებია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  სიახლეები ისტორიის, მათემატიკისა და უცხოური ენის ტესტებს შეეხო.
14:37 / 08-11-2022
კახეთის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტის, გურამ მამუკაშვილის ინფორმაციით, გურჯაანის სპორტ კომპლექსმა კახეთის ღია პირველობას უმასპინძლა ცურვაში.
12:16 / 25-10-2022
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 7 / 16 °C
img
საგარეჯო 8 / 14 °C
img
დ.წყარო 6 / 13 °C
img
სიღნაღი 7 / 17 °C
img
ლაგოდეხი 6 / 14 °C
img
ყვარელი 7 / 16 °C
img
თელავი 9 / 14 °C
img
ახმეტა 8 / 15 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2022 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.