სპორტი
დედოფლისწყაროელი საბა ბუთხუზი მსოფლიო ჩემპიონი გახდა [Video/Photo]
ინდონეზიაში გამართულ უშუს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე დედოფლისწყაროელი საბა ბუთხუზიც ასპარეზობდა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა. საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ის 12-15 წლის ასაკობრივ ჯგუფში,  56 კგ კატეგორიაში მონაწილეობდა.

მათივე ცნობით, საბამ დაძაბულ ბრძოლაში საუდის არაბეთის წარმომადგენელი დაამარცხა. ნახევარფინალში კანადელ სპორტსმენს სძლია, ფინალში კი - ჩინეთის წარმომადგენელთან ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვება.

ცნობისთვის, საქართველო აღნიშნულ ჩემპიონატზე 5 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

მანამდე კი, ნოემბერში 14 წლის საბა ბუთხუზი ევროპის ჩემპიონი გახდა (უშუ-სანდა) 56 კგ. წონით კატეგორიაში.








| Print |
FaceBook Twitter Google