სპორტი
საქართველოს ჩემპიონის ტიტულები მოვიპოვეთ - გიორგი ელიკაშვილი
16, 17 და 18 დეკემბერს თბილისში კიკბოქსინგის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობას თბილისის კლუბ „მგლების“ გურჯაანელი მებრძოლებიც იღებდნენ.

კლუბის ორმა მებრძოლმა პირველი, ხოლო ერთმა  - მეორე ადგილი დაიკავა. 72 კგ. წონით კატეგორიაში თემურ შავლიაშვილი მეორე ადგილის მფლობელი გახდა. 50 კგ. წონით კატეგორიაში საბა ჩაფიძემ, ხოლო 40 კგ. წონით კატეგორიაში ნიკა სიბაშვილმა ჩემპიონების ტიტულები მოიპოვეს.

„რთული ბრძოლების მიუხედავად, შევძელით და საქართველოს ჩემპიონების ტიტულებიც მოვიპოვეთ. ვემზადებით შემდეგი ტურნირისთვის, რომელიც 2023 წლის მარტის თვეში იტალიაში გაიმართება.

მინდა, ჩვენი კლუბის სახელით, დიდი მადლობა გადავუხადო ტაიბოქსინგისა და კიკბოქსინგის ფედერაციის პრეზიდენტ ბატონ ლაშა ჭურაძეს. მისი დამსახურებაა, რომ ჩვენი საუკეთესო მებრძოლები ასეთ პრესტიჟულ ტურნირებზე გადიან,“ - ამბობს SPEQTRI.GE-სთან საუბარში თბილისის კლუბ „მგლების“ მწვრთნელი გიორგი ელიკაშვილი.

გურჯაანელი მებრძოლები ტურნირებში თბილისის კლუბ „მგლების“ სახელით ასპარეზობენ და ამ დროისთვის უკვე არაერთ წარმატებას მიაღწიეს.
| Print |
FaceBook Twitter Google