სპორტი
ლაგოდეხის 14-მა საჯარო სკოლამ სპორტის 12 სახეობაში მიიღო მონაწილეობა
ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს ლაგოდეხის 14-მა საჯარო სკოლამ, სპორტის 12 სახეობაში მიიღო მონაწილეობა.

მათივე თქმით, შეჯიბრებები ტარდება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეთა გუნდების მონაწილეობით.

მუნიციპალური თამაშების შედეგები ასე გადანაწილდა, სპორტის სახეობებში გამარჯვებული საჯარო სკოლის გუნდები გახდნენ:
• მინი-ფეხბურთი (გოგონები): სოფ.აფენის #2 საჯარო სკოლა
• მინი-ფეხბურთი (ვაჟები): სოფ.კართუბანის საჯარო სკოლა
• კალათბურთი (ვაჟები): ლაგოდეხის #3 საჯარო სკოლა
• გერზბენი (გოგონები): სოფ.ბაისუბანის საჯარო სკოლა
• გერზბენი (ვაჟები): სოფ.ბაისუბანის საჯარო სკოლა
• მაგიდის ჩოგბურთი (ვაჟები): სოფ.აფენის #1 საჯარო სკოლა
• ბადმინტონი (ვაჟები): სოფ.აფენის #2 საჯარო სკოლა
• ბადმინტონი (გოგონები): სოფ.ფონის საჯარო სკოლა
• ფრენბურთი (გოგონები): სოფ.ფონის საჯარო სკოლა
• ფრენბურთი (ვაჟები): სოფ.არეშფერანის საჯარო სკოლა
• ხელბურთი (ვაჟები): სოფ.ლელიანის საჯარო სკოლა
• მხიარული სტარტები: სოფ.ბაისუბანის საჯარო სკოლა

ცნობისთვის, "საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2022-2023" ხორციელდება საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ და გამარჯვებული საჯარო სკოლის გუნდები, 2023 წელს მონაწილეობას მიიღებენ რეგიონალურ თამაშებში.




| Print |
FaceBook Twitter Google