სპორტი
გეზრბენში სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლა მეორე ადგილზე გავიდა
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გამართულ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური თამაშების ფარგლებში, ყვარელში, ილიას ტბაზე, შეჯიბრი გაიმართა გეზრბენში.
მერიის ცნობით, ვაჟებს შორის პირველი ადგილი - ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის, ხოლო მეორე ადგილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის საჯარო სკოლის გუნდებმა დაიკავეს.

როგორც ცნობილია, გოგონათა გუნდებს შორის, პირველი ადგილის მფლობელი გახდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლის გუნდი, მეორე ადგილი კი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარის საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად.

ცნობისთვის, შეჯიბრში გამარჯვებულ მონაწილეებს სიგელები და თასები გადაეცათ. გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოს გუნდებს შორის ჩატარებულ შეჯიბრში, რომელიც ზაფხულში გაიმართება.

| Print |
FaceBook Twitter Google