სპორტი
სიღნაღელი ლიკა კეჭაღმაძე საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის პრიზიორი გახდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სიღნაღში მცხოვრები სპორტსმენი, ლიკა კეჭაღმაძე საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის პრიზიორი გახდა.
როგორც ცნობილია, 29 და 30 აპრილს სომხეთში, ქალაქ ერევანში, კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც მონაწილეობას 5 ქვეყანასთან ერთად, საქართველოს ნაკრების 11 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყო ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის ქალაქ წნორის კიკბოქსინგის სექციის კიკბოქსიორი გოგონა, ლიკა კეჭაღმაძე ( მწვრთნელი დავით სარდალიშვილი).

„ლიკამ ორი ბრძოლა ჩაატარა, ერთი აშკარა უპირატესობით მოიგო, ხოლო მეორეში დამარცხდა და ვერცხლის პრიზიორი გახდა. საქართველოს ნაკრებმა კი შვიდი ოქრო მოიპოვა და პირველი გუნდური ადგილი დაიკავა.“-აცხადებენ მერიაში.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სიღნაღი /