სპორტი
გურჯაანელ მოცურავეთა ნაკრების კიდევ ერთი წარმატება
გურჯაანის სპორტული გაერთიანების მოცურავეთა ნაკრებმა აჭარის ღია პირველობაზე კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია.
როგორც კახეთის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი გურამ მამუკაშვილი Speqtri.ge-სთან ამბობს, მომავალში იგეგმება საქართველოს ზაფხულის ჩემპიონატი, სადაც გურჯაანელი მოცურავებიიც იასპარეზებენ.

„გაიმართა აჭარის ღია პირველობა, სადაც 2010-2011 წელს დაბადებული სხვადასხვა რეგიონის ნაკრები გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. თავისუფალი სტილით ესტაფეტაში და კომბინირებულ ცურვაში (4-50) მეორე ადგილი აიღეს. ესენი არიან: მარიამ გეთიაშვილი, მარიამ გოგიაშვილი, მარიამ პაპუნაშვილი და ნინო ზარდიაშვილი.  მომავალში იგეგმება საქართველოს ზაფხულის ჩემპიონატი, სადაც გურჯაანელი მოცურავეებიც მიიღებენ მონაწილეობას,“-ამბობს გურამ მამუკაშვილი.


მისივე თქმით, გამარჯვებულ სპორტსმენებს სიგელები და შესაბამისი სინჯის მედლები გადაეცათ.
| Print |
FaceBook Twitter Google