სპორტი
სასკოლო სპარტაკიადის გამარჯვებული ჩუმლაყის სკოლა გახდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტულ სპარტაკიადაში გამარჯვებული გუნდები დააჯილდოეს. მერიის ინფორმაციით, სპარდაკიადაში, რომელიც სპორტის 7 სახეობაში ყოველწლირად ტარდება, წელსაც ჩუმლაყის საჯარო სკოლამ გაიმარჯვა.

„სპარტაკიადაში წელსაც, გუნდური პირველი ადგილი სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე მეოთხე საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მესამე ადგილი კი ახაშნის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.

დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ - ლერი გელენავამ, საკრებულოს თავმჯდომარე - ვანო ბერიძიშვილმა, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილის ბიუროს უფროსმა - გოგი მაჩხაშვილმა, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - დალი მინდიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.
მუნიციპალიტეტის სასკოლო სპორტული სპარტაკიადა, სპორტის 7 სახეობაში, ყოველწლიურად ტარდება.“ - ამბობენ მერიაში.

სასკოლო სპარტაკიადის გამარჯვებულებს და პრიზიორებს გურჯაანის სპორტული გაერთიანების მიერ დაწესებული, სამახსოვრო თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონია გურჯაანის სპორტკომპლექსში გაიმართა.



| Print |
FaceBook Twitter Google