სპორტი
ლაგოდეხში ტრადიციულად ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 21 ივნისს ლაგოდეხში ტრადიციულად, ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართება.
მათივე განმარტებით, ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, 15-29 წლამდე გოგონებს და ვაჟებს.

როგორც ცნობილია, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და მხოლოდ რეგისტრირებული, პირველი 70 ახალგაზრდა შეეჯიბრება ერთმანეთს.

რეგისტრაცია შესაძლებელია 18ივნისის ჩათვლით, შემდეგ ბმულზე, ხოლო დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით : 599381835

ცნობისთვის, გამარჯვებული გუნდი, საქართველოს ფეინთბოლის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

| Print |
FaceBook Twitter Google