სპორტი
გურჯაანელმა კიკბოქსიორებმა სომხეთის ტურნირზე 4 ქამარი მოიპოვეს
გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ მგლების სპორტსმენებმა მორიგ წარმატებას მიაღწიეს. სომხეთში გამართული საერთაშორისო ტურნირიდან ისინი 4 ქამრით დაბრუნდნენ.


„ვიმყოფებოდით სომხეთში, ქალაქ ნავაძორში,  საერთაშორისო ტურნირზე, სადაც ჩვენი კლუბის საუკეთესო მებრძოლებმა წარმატებით იასპარეზეს. საბა ჩაფიძემ, ლუკა აბაჯიანმა და გიორგი ბურდიაშვილმა ჩემპიონატის ქამრები მოიპოვეს, ხოლო საბა შაინიძემ და საბა ჩომახაშვილმა მეორე ადგილები დაიკავეს. ტურნირში მეც მივიღე მონაწილეობა და ჩვენს მონაპოვარს მეოთხე ქამარი შევმატე. შედეგებით კმაყოფილი ვარ,“ - ამბობს კლუბ მგლების მწვრთნელი, გიორგი ელიკაშვილი.

მისივე განმარტებით, კლუბს წინ არა ერთი ტურნირი ელოდება. ამისათვის აქტიურად ემზადებიან და მომავალი წარმატების იმედიც აქვთ.








| Print |
FaceBook Twitter Google