სპორტი
გურჯაანელმა მოჭიდავეებმა ქუთაისში გამართულ ტურნირზე გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს
ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა ბერძნულ-რომაური სტილით მოჭიდავე კადეტთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდნენ 2009-10 და 2011-12 წლებში დაბადებული სპორტსმენები. მათ შორის იყვნენ გურჯაანელი მოჭიდავეებიც, რომლებმაც გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.

გურჯაანის სპორტული გაერთიანების ინფორმაციით, ტურნირში ჩართული იყო 200-მდე მონაწილე. გურჯაანელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს ორი ოქროს, სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი.

ტურნირის ჩემპიონები გახდნენ - გიორგი გოგინაშვილი და საბა ჩომახაშვილი.
მეორე საპრიზო ადგილებზე გავიდნენ - დავით ავეტისიანი, ლაშა ქიტოშვილი და ალიკა აროშვილი.
მესამე ადგილი კი საბა ტარუღიშვილმა დაიკავა.



| Print |
FaceBook Twitter Google