სპორტი
გურჯაანელმა მოჭიდავეებმა გუნდური პირველი ადგილი აიღეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში, 2008-09 წლებში დაბადებულ კადეტთა ღია პირველობა გაიმართა ქართულ ჭიდაობაში. გურჯაანელების გარდა, ტურნირში მონაწილეობდნენ სპორტემენები თელავიდან, ლაგოდეხიდან, ყვარლიდან და საგარეჯოდან.

გურჯაანის სპორტული გაერთიანების ინფორმაციით, გურჯაანელმა სპორტსმენებმა საუკეთესოდ იასპარეზეს და ყველაზე მეტი მედალი მოიპოვეს.

„გურჯაანის სპორტული გაერთიანების "ქართულის მოჭიდავეებმა", ყველაზე უკეთ იასპარეზეს, რომლებმაც ასევე ყველაზე მეტი - ოთხი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს და გუნდური პირველი ადგილი დაისაკუთრეს. ჩემპიონები გახდნენ ლუკა ტატიაშვილი, გიგი კეკვიაშვილი, ნიკა დვალი და გიორგი აბაშიძე. მეორე საპატიო ადგილები კი გიორგი გამხიტაშვილმა და გიორგი კახაბერმა დაიკავეს.
როგორც შეჯიბრების დროს დაანონსდა, ძირკოკას ტრადიციული გრანდიოზული ღონისძიება ქართულ ჭიდაობაში, აგვისტოს ბოლოს გაიმართება.“ - აცხადებენ გურჯაანის სპორტული გაერთიანებაში.


| Print |
FaceBook Twitter Google