სპორტი
ფინალური შეხვედრა ტრავმის გამო წავაგე - არჩილ გოგიაშვილმა დალასის ჩემპინატზე ვერცხლის მედალი აიღო
ტეხასში, ქალაქ დალასში გამართულ ვეტერან ძიუდოისტთა ღია ჩემპიონატზე გურჯაანელი არჩილ გოგიაშვილიც მონაწილეობდა, რომელიც მძიმე წონაში ასპარეზობდა. ის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. როგორც თავად გვიყვება, ჩემპიონატი საკმაოდ მასშტაბური იყო, რადგან 2000-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.

„მასშტაბური ჩემპიონატი იყო, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში და სავარაუდოდ 2000 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. ჩემს წონით კატეგორიაში 6 მონაწილე ვიყავით.
ორი შეხვედრა მოვიგე. ფინალური შეხვედრა წავაგე ტრავმის გამო თორემ იმასაც მოვიგებდი. ფინალში შევხვდი ამერიკელ Lafoai Brown-ს.
ამ ტურნირში მონაწილეობას ვიღებდი გურჯაანის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, რისთვისაც მადლობას ვუხდი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი მაჭავარიანს,“ - ამბობს speqtri.ge-სთან არჩილ გოგიაშვილი.

მისივე თქმით, სამომაბლოდ გეგმავს ხშირად მიიღოს მონაწილეობა მსგავს ჩემპიონატებში და ასახელოს მშობლიური გურჯაანი.




| Print |
FaceBook Twitter Google