სპორტი
კაჭრეთელმა ნიკა კუპრავიშვილმა დაუმარცხებელ ხამზატ მააევს ტექნიკური ნოკაუტით მოუგო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მცხოვრებმა ნიკა კუპრავიშვილმა ბაჰრეინში გამრთულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა. ბრძოლა წესების გარეშე ის 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში იბრძოდა და ე.წ. დაუმარცხებელ მებრძოლს, ხამზატ მააევს, ტექნიკური ნოკაუტით სძლია.

„ეს იყო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზაციის, ბრეივის ტურნირი, შერეულ ორთაბრძოლაში, პროფესიონალებს შორის.
შევხვდი ხამზატ მააევს, რომელიც იყო წარმოშობით ჩეჩენი და ასპარეზობდა თურქეთის სახელით. ეს იყო დაუმარცხებელი სპორტსმენი რეიტინგით 4-0, ანუ არცერთი წაგება არ ჰქონდა. შევძელი და ტექნიკური ნოკაუტით დავამარცხე მეორე რაუნდში.

ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, რადგან ეს მებრძოლი ძალიან განთქმული იყო და განიხილავდნენ, როგორც მომავალ ჩემპიონს.“ - ამბობს ნიკა კუპრავიშვილი speqtri.ge-სთან და სამომავლო გეგმებსაც გვიმხელს.

„სამომავლო ბრძოლები ჯერ არ ჩანიშნულა, მაგრამ ვაპირებ ბრეივთან კონტრაქტის გაფორმებას. ანუ, ველოდები ხუთჩხუბიან კონტრაქტს.“

ნიკა კუპრავიშვილი, როგორც თვითონ გვიყვება, შერეულ ორთაბრძოლებში უკვე 10 წელია ვარჯიშობს, მანამდე ჭიდაობდა ძიუდოს, არის საქართველოს ჩემპიონი შერეულ ორთაბრძოლაში მოყვარულებს შორის და საქართველოს ჩემპიონი გრეპლინგი-წესებით ჭიდაობაში.

ნიკა კუპრავიშვილი ამჟამად თბილისში ვარჯიშობს და ის კლუბ ვეფხისტყაოსანის წევრია.

| Print |
FaceBook Twitter Google