სპორტი
გურჯაანში ჭადრაკის რეგიონული ჩემპიონატი ჩატარდა
გურჯაანის ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის ჭადრაკის კლუბმა რეგიონულ ჩემპიონატს უმასპინძლა. კლუბის და კახეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის გიორგი ქიტესაშვილის თქმით, ტურნირში უპრეცედენტო რაოდენობის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

„ჩატარდა კახეთის რეგიონული ჩემპიონატი ასაკობრივ ჯგუფებს შორის, კერძოდ 14 და 18 წლიანებში. გვყავდა მონაწილეების უპრეცედენტო რაოდენობა, მოჭადრაკეები იყვნენ კახეთის რვავე მუნიციპალიტეტიდან, სულ 52 სპორტსმენი.
ტურნირი ორი დღე გაგრძელდა და შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა.“ - უთხრა speqtri.ge-გიორგი ქიტესაშვილმა.
ადგილები ასაკობრივი კატეგორების მიხედვით ასე გადანაწილდა:

14 წლიანი ვაჟები

1. დათა ყალაბეგაშვილი - გურჯაანი
2. ოთარ ელოშვილი - დედოფლისწყარო
3. ალექსანდრე თავბეირიძე - თელავი


14 წლიანი გოგონები

1. ლიკა ბუზალაძე - ლაგოდეხი
2. მარიამ დათუაშვილი - გურჯაანი
3. ანა დათუაშვილი - გურჯაანი


18 წლიანი ვაჟები

1. თამაზ თუშიშვილი - თელავი
2. დავით ცერცვაძე - ლაგოდეხი
3. ნიკოლოზ ოსოშვილი - გურჯაანი

18 წლიანი გოგონები

1. ნანა აბულაძე - დედოფლისწყარო
2. ანა ლიმარი - ლაგოდეხი
3. მარია ლიმარი - ლაგოდეხი

გამარჯვებულები დააჯილდოეს თასებით, დიპლომებითა და მედლებით.
ტურნირის პრიზიორები თებერვლის ბოლოს საქართველოს პირველობაზე შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში მიიღებენ მონაწილეობას.

| Print |
FaceBook Twitter Google