როგორც ცნობილია, შეჯიბრში სულ 11 გუნდი იღებდა მონაწილეობას: 7 გუნდი
- ბიჭების, 4 გუნდი - გოგონების.
“ვაჟთა კატეგორიაში I ადგილი დაიკავა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ
ზემო ალვანის სკოლამ, ხოლო II ადგილზე გავიდა ყვარლის მუნიციპალიტეტის
სოფელ ჩანტლისყურის სკოლა. გოგონათა კატეგორიაში I ადგილი დაიკავა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის სკოლამ, ხოლო II ადგილზე
გავიდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარის სკოლა.”-აცხადებენ
მერიაში.
ცნობისთვის, შეჯიბრში გამარჯვებულ მონაწილეებს სიგელები და თასები
გადაეცათ.
მასალის გამოყენების პირობები