სპექტრი+
ღამისთევა ორგანიზმზე ცუდად მოქმედებს
ალბათ ყველა ჩვენგანს გაუთენებია ღამე ერთხელ მაინც. როგორც ექსპერტები ირწმუნებიან, თუნდაც ერთი დღით უძილობა კატასტროფულ შედეგებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში. ბევრმა მათგანმა არც კი იცის ალბათ, თუ რა შოკისმომგვრელ ზიანს აყენებს ღამისთევა ტვინს. 1. თქვენ ვერ დაიმახსოვრებთ დღის (ან ღამის) განმავლობაში ნასწავლს ძილის დროს ადამიანის ტვინის წინა ნაწილი, ჰიპოკამპი, იმეორებს იმას, რაც იმ დღის განმავლობაში ისწავლეთ. ამით ნასწავლის გრძელვადიან მეხსიერებაში ჩაბეჭდვა ხდება. უძილობა კი ნასწავლის მოკლევადიან მეხსიერებაში გადაცემას გულისხმობს. 2. ძნელი პრობლემების გადაჭრა გაგირთულდებათ თუკი გვიან ღამით (ან ღამისთევის მეორე დღეს) რაიმე პრობლემას წააწყდებით, მისი გადაჭრა მნიშვნელოვნად გაგიძნელდებათ, უფრო მეტად ვიდრე გამოძინებულს. 3. ირღვევა თქვენი ცირკადული რითმი,რის გამოც მთელი დღე თავს ცუდად იგრძნობთ ადამიანის ყველა უჯრედს აქვს ბუნებრივი რითმი, საათი. უჯრედები შეთანხმებულად და სინქრონულად მუშაობენ ტვინის. კერძოდ ჰიპოთალმუსის, წყალობით. დღის განმავლობაში ჰიპოთალმუსს ეგზავნება სიგნალები, რომლებიც ატყობინებენ როდისაა ჭამის, ძილის, დასვენების დრო. ღამისთევის დროს სიგნალების მიღება უკონტროლო ხდება-მაშინ, როცა სინათლეს არ უნდა ხედავდე, ტვინს (ოთახისა თუ ელექტრონიკის) განათების სიგნალები მისდის, ჭამ მაშინ, როდესაც ტვინი ამას არ ელის (ბუნებრივია მთელი ღამის განმავლობაში მოგშივდებათ). 4. ტვინში გროვდება ტოქსიკური მეტაბოლური ნარჩენები დღე-ღამის განმავლობაში ადამიანის ტვინი დიდ ენერგიას ხარჯავს, რაც იწვევს შუალედური პროდუქტის - მეტაბოლური ნარჩენების დაგროვებას. ღამე, ძილის დროს, ტვინი თვითდეტოქსიკაციას ახდენს, მეტაბოლურ ნარჩენებს ლიმფური სისტემის საშუალებით გამოდევნის. შემდეგ კი ნეირონების აღდგენაზე ზრუნავს. 5. ტვინი ვეღარ ფუნქციონირებს ეფექტურად რაც უფრო დიდხანს ვაყოვნებთ ძილს, მით უფრო ნაკლებად ეფექტურია ადამიანის ტვინის მუშაობა. დღის განმავლობაში მოლეკულები, რომელთაც ატფ (ადენოზინ ტრიფოსფატები) ეწოდებათ იხარჯებიან აქტიურად, რათა ტვინს ენერგია და საკვები მიაწოდონ. ატფ-ს აღდგენა სწორედ ღამით ხდება. 6. დაკარგავთ განსჯის უნარს უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა! როგორც უკვე აღვნიშნეთ ღამისთევის დროს ტვინს საკმარისი ენერგია არ მიეწოდება.ენერგიის უკმარისობა ტვინის წინა ნაწილში (პრეფრონტალურ ქერქში),რომელიც განსჯასა და ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღებას არეგულირებს,იწვევს თქვენი საღი აზროვნების დაქვეითებას. 7. გახდებით მგრძნობიარე გარემო პირობებისადმი და ემოციურად არასტაბილური ენერგიის უკმარისობა თალამუსსა და პარიეტალურ ქერქში იწვევს მგრძნობიარობის გამძაფრებას გარემო პირობებისადმი :სინათლის,სიცივის,ხმაურისადმი. აგრეთვე ღამისთევის შედეგები ადამიანთა უმრავლესობაში გამოვლინდება ემოციურ არასტაბილურობასა და ხასიათის ცვლილებებში. 8. შესაძლოა მოხდეს ე.წ. "ძილის შეტევა" "ძილის შეტევა" იშვიათად ხდება,თუმცა მაინც შესაძლებელი და საშიშია.როდესაც უძილობა კრიტიკულ დონეს აღწევს,ადამიანის ტვინში სულ უფრო და უფრო მეტი სიგნალი იგზავნება,შემატყობინებელი იმისა,რომ ორგანიზმისთვის საჭიროა ძილი.ასეთ სიტუაციაში,თქვენდა უნებლიედ,ტვინი გაიძულებთ დაიძინოთ და ითიშებით.ექიმების თქმით,ეს გულის წასვლას გავს,მაგრამ სინამდვილეშ არანებაყოფლობითი ძილის შეტევაა. ქრონიკული უძილობა რასაკვირველია უფრო საშიშია ვიდრე ერთ დღიანი ღამისთევა,მაგრამ როგორც ხედავთ,სულ მცირე ხნით უძილობაც კი მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში.ასე რომ მოერიდეთ ხშირ ღამისთევებს,გართობისა თუ მნიშვნელოვანი,გადაუდებელი მიზეზების გამო!
| Print |
FaceBook Twitter Google